“მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა იმდენად საჭიროა, რამდენადაც აუცილებელია არსებობდეს სივრცე, სადაც სიმართლე პოპულარობაზე მნიშვნელოვანია და სადაც სამართლიანობა უზენაესია სიძლიერეზე. ასეთი ადგილი ჩვენს ქვეყანაში სასამართლო დარბაზია. თუმცა იგი მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუკი ჩვენ დავიცავთ მას პოლიტიკური ზეგავლენისგან“

- სანდრა დეი ოკონორი, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
კოალიციის შესახებ
2011 წლის 29 აპრილს ჩამოყალიბებული კოალიცია დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შედგება 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან. კოალიციის შექმნის მიზანია მიმდინარე სასამართლოს რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების ძალისხმევის გაერთიანება. USAID-ის პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით.
Sun Mon Tue Wed Thu Fri Sat
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Login or register to add event.
სიახლეები

კოალიცია ეხმაურება საბჭოში დღეს დანიშნულ მოსამართლეთა შერჩევის სხდომას. კოალიცია უარყოფითად აფასებს კონკურსის ჩატარებას იმ მინიმალური პროცედურული გარანტიების გვერდის ავლით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მიმდინარე კონკურსის პროცესში დაფიქსირებული არაერთი ხარვეზი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სათანადოდ განხორციელებას და ამდენად, გავლენას ახდენს კონკურსის შედეგების აღიარებაზე. ეს კი საზოგადოების თვალში სასამართლო სისტემის მიმართ კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

კოალიციის შეფასებით, იუსტიცისი უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულმა გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები, რომლებიც არსებობს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში. კოალიცია ასევე უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, დადგენილი პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე, ჩაატარა კონკურსი.

კოალიცია ეხმიანება კანონპროექტს, რომლის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს პარლამენტი.

კოალიციას მიაჩნია, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, შემოთავაზებული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმიანობისა და ფუნქციონირების ძირეული ასპექტები. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ვერსიაში, ასახულია იმ შენიშვნების უმრავლესობა, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე გამოითქვა, როგორც კოალიციის, ასევე - საერთაშორისო ექსპერტების მიერ.